პრეზიდენტი - უკანონო მოსმენა ამაზრზენი და მიუღებელია
პოლიტიკა - 09:37, 12 May, 2014     1297

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „უკანონო მოსმენა ამაზრზენი და მიუღებელია“

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პანორამას“ განუცხადა, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისგან საზოგადოების მიუღებლობის გაზრდას და კანონმდებლობის დახვეწას ელის.

"მე არც ვიცი ბოლომდე რამდენად კვალიფიციურად შეიძლება დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე ვინც ამას უკანონოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ სახელმწიფოს გააჩნია კანონიერი მოსმენები და კანონიერი ინტერესი მართლწესრიგის დაცვისთვის. ჩვენ ვსაუბრობთ უკანონო მოსმენაზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან იქნება თუ რამე კერძო პირის მიერ, არის ამაზრზენიც და მიუღებელიც. მე ვერსიებში არ ჩავრღმავდები. ორ რამეს ველი ამ პროცესისგან. პირველი: საზოგადოების მიუღებლობის გაზრდას ასეთი ამაზრზენი და უკანონო საქციელების მიმართ და მეორე: ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობის ბოლომდე დახვეწას და საბოლოოდ მიღებას და ეს კანონმდებლობა იხვეწება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია.
"სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში ამას მიაჩვიეს. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ამჟამად, რეალურად, საზოგადოების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია. თუ აქამდე ფარულ ჩანაწერს ისმენდნენ როგორც ჭეშმარიტებას, დღეს ასეთი ტიპის ინფორმაციის მიმართ არის მიუღებლობა და გარკვეული უარყოფა. ანალოგიური უნდა გადავიდეს მედიაში და ეს მედიის კულტურის ნაწილი უნდა გახდეს. თუ თვითონ მედიისთვისაც ამაზრზენი და მიუღებელი იქნება ასეთი ფორმით მუშაობა, ეს ძალიან პოზიტიურ შედეგს მოიტანს და ადეკვატური იქნება იმის, რასაც განიცდიან მოქალაქეები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ეკა კვესიტაძის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ მაღალჩინოსნების ფარული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გაასაჯაროვა. გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, შალვა ობგაიძე და ბიზნესმენები ფიგურირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42