ხელისუფლების რეაქციამ დაადასტურა, რომ კვალი პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე მიდის - გიგა ბოკერია
პოლიტიკა - 19:22, 11 May, 2014     1845

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრების შესახებ კომენტარი გააკეთა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ბოკერია ასეთ ვითარებაში მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო კომისიის შექმნას, რომელიც გამოიძიებს აღნიშნულ საქმეს, თუმცა უშიშროების ყოფილი მდივანი დასძენს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მას ოპტიმიზმის საფუძველი არ აქვს.

,,ყველამ, ვინც მოვლენებს ოდნავ მაინც ადევნებს თვალყურს, დიდი ხანია იცის, რომ თვალთვალი მიმდინარეობს მათ შორის პირველ რიგში პოლიტიკურ ოპონენტებზე. ჩვენ გვახსოვს ჯერ მცდელობა, მოსამართლის ოფისში, საქალაქო სასამართლოში აპარატურის დამონტაჟებისა, ჩვენ გვახსოვს ახალაიას საკანში ჩაწერილი საუბარი, რომელმაც გაჟონა, გვახსოვს დეპუტატ ხაჩიძის ექსპერიმენტი, გვახსოვს ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაცია ინფრასტრუქტურის პროექტებზე, როგორ წინასწარ ცნობილი იყო ხელისუფლებისთვის. გუშინდელმა მასალამ, უბრალოდ კიდევ ერთხელ გაარკვია, რომ მასშტაბი არის ძალიან დიდი და მიყურადება მიმდინარეობს საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფზე, მეტ-ნაკლებად აქტიურზე. ხოლო პრემიერის და პროკურატურის რეაქციამ დაადასტურა, რომ ამ ყველაფრის კვალი მიდის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობამდე და ეს არ გახლავთ რომელიმე სპეცსამსახურის თვითნებობა, ისეთი იყო მათი რეაქცია, როცა არც კი დაელოდნენ რაიმეს გარკვევას, სრულიად აბსურდული ბრალდებებით ხელი გაიშვირეს სხვისკენ და დაიწყეს მუქარა მედიის და ოპონენტების მიმართ. ამ ვითარებაში, საპარლამენტო უმრავლესობის რაიმე ნაწილს თუკი შერჩა რაიმე პოლიტიკური პრინციპი ან საღი აზრი, ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ შეიქმნას საპარლამეტო კომისია, ან უფრო გაფართოებული კომისია, რომელშიც შევლენ საზოგადოების ფართო სპექტრის წარმომადგენლები, უფლებადამცველთა ჯგუფების, რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიების, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს, თუმცა ამ მმართველი გუნდის, ამ ხელისუფლების პირობებში, მე არ მაქვს ოპტიმიზმის საფუძველი ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42