საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე საქართველოს მთავრობას სოციალური ქსელიდან მიმართავს:
,,ჩვენს შექნილ-გაკეთებულ-აშენებულს, ისედაც "მშვენივრად" იყენებთ... პოლიტიკურ პროცესს და თემებს თუ ჩვენ გკარნახობთ;
მოვლენებს თუ ჩვენ ვქმნით;
საერთაშორისო აზრს თუ ჩვენ ვაყალიბებთ; გაკეთებულშიც და გაფუჭებულშიც, კარგშიც და ცუდშიც, თუ ჩვენი ხელი ურევია;
აგერ, დღემდე თუ ჩვენ გისმენთ, ჩვენ გითვალთვალებთ და საერთოდ, რაც ხდება ყველაფერი თუ ჩვენ ვართ...
საქართველოს მთავრობა!
დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ თქვენ რა ჩემს {ფეხებს} აკეთებთ?!..
ან რატომღა გიკვირთ, რომ გამოთქმა - "უუნარო ხელისუფლება" ხალხური გახდა...
ჩვენს მიღწეულ, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებაზე, ზემოდან უადგილოდ დაკრული "შალახო" ხართ!
7 მილიარდიანი შალახო!
წავედი მე, საქმე მაქვს“, - წერს გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქის“ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






