ლევან იზორია: ,,უკანონო ჩანაწერების შენახვის ფაქტიც უკანონობაა"
პოლიტიკა - 12:04, 11 May, 2014     2062
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, მოსმენებზე მონოპოლია მარტო სახელმწიფოს არ აქვს.– ამის შესახებ იზორიამ განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის მიერ გუშინ გავრცელებულ ფარულ სატელეფონო საუბრების კომენტირებისას გააკეთა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნიკა თავის დროზე იქნა შეძენილი, მაგრამ დღეს იგი არსად აღირიცხება, არ არის ბალანსზე, შესაბამისად, დაკარგულია. სწორედ ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა და ეჭვი, რომ ამ ტექნიკას ვიღაცა იყენებს. რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ ფარული ჩანაწერების შენახვისა და გავრცელების ფაქტს, იზორიას განმარტებით, უკანონო ჩანაწერების შენახვის ფაქტიც უკანონობაა და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამის შესახებ ინფორმირებული იქნება.
"რაც შეეხება ზოგადად პორტატულ აპარატურას, როგორც გითხარით, არსებობდა საფუძვლიანი, ოპერატიული ინფორმაცია, კონკრეტული ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებისგან, რომ ეს ტექნიკა თავის დროზე იქნა შეძენილი, მაგრამ დღეს იგი არსად აღირიცხება, არ არის ბალანსზე, შესაბამისად, დაკარგულია და არსებობს დიდი ალბათობა და ეჭვი, რომ ამ ტექნიკას ვიღაცა იყენებს. ანუ ამ ტექნიკით, შესაძლებელია, გვისმენენ ჩვენ და ერთსაც ვიტყვი, სახელმწიფოს არა აქვს მარტო მონოპოლია მოსმენებზე, ანუ აქ ლაპარაკია კანონიერ მოსმენებზე. მოსმენები შესაძლებელია ყველა სუბიექტის მიერ განხორციელდეს ამ შემთხვევაში, თუ აქვს ეს პორტატული აპარატურა.ეს არის უკანონობა, ამიტომ ამაზე პროკურატურაც იტყვის თავის სათქმელს, ბუნებრივია. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია მოწმის სახით დაბარებულია პროკურატურაში და ამაზეც იქნება ინფორმირებული", - განაცხადა იზორიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42