"სი-არ-არ-სი საქართველო" პრემიერს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 19:48, 10 May, 2014     2026
კომპანია "სი-არ-არ-სი საქართველო" პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემიერმა ორგანიზაცია ყოფილ ხელისუფლებასთან ალიანსში დაადანაშაულა.

"თოქ-შოუ "რეაქციაში" პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ " სი-არ-არ-სი საქართველო" "ყოველთვის იყო ასოცირებული "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და რომ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები იყვნენ ორგანიზაციის "მენეჯმენტში ჩართული წლების მანძილზე და კოორდინაციას უწევდნენ NDI-ის კვლევებს".

"ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს."სი-არ-არ-სი საქართველო" არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ჩვენი ორგანიზაცია დაფუძნდა 2003 წელს ევრაზიის ფონდის მიერ ნიუ-იორკის კარნეგის კორპორაციის დაფინანსებით. რაც შეეხება პრემიერ–მინისტრის მიერ ხსენებულ ლევან თარხნიშვილს, იგი "სი-არ-არ-სი საქართველოს" დირექტორად მუშაობდა 2007 წლამდე, რისი გადამოწმებაც მარტივად არის შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. NDI-მ ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა 2008 წლიდან დაიწყო. ამ დროიდან დღემდე "სი-არ-არ-სი საქართველოს" არც ერთი ხელმძღვანელი და თანამშრომელი არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან. "სი-არ-არ-სი საქართველო" არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, არაკომერციული კვლევითი ცენტრი, რომელიც აგროვებს, აანალიზებს და აქვეყნებს მონაცემებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების შესახებ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუ "რეაქციის" ეთერში გუშინ განაცხადა, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული ორგანიზაციები ასრულებენ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42