"დაკარგული ჩამწერი მოწყობილობებით ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ"
პოლიტიკა - 19:22, 10 May, 2014     802
პროკურატურა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიებას გააგრძელებს, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ნიუპოსტი" საგამოძიებო ორგანოს განცხადებას, რომელიც ფარული ჩანაწერების თემას ეხება უცვლელად გთავაზობთ: "როგორც თქვენთის ცნობილია, 2014 წლის 9 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ იქნა საჯარო განცხადება, რა დროსაც იგი საზოგადოებას დაპირდა, რომ გაასაჯაროებდა მოქმედ მაღალჩინოსანთა პირადი საუბრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
მოგახსენებთ, რომ უკანონო მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს სისხლის სამართლის საქმე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფიდან დაიქვემდებარა სისხლის სამართლის საქმე, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღევის ფაქტზე და მასზედ გამოძიებას პროკურატურა აქტიურად გააგრძელებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთა ჩვენებებით დგინდება, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელბის მიერ 2010-2011 წლებში, ადგილი ჰქონდა ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად, ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის განკუთვნილი სპეციალური, პორტატული აპარატურის უკანონო შეძენას, რომელსაც ისინი იყენებდნენ კერძო საუბრების ჩასაწერად მათი კომპრომატების სახით გამოყენების მიზნით.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დგინდება, რომ უკანონოდ შეძენილი სატელეფონო და ფარული ვიდეო მიყურადებისთის განკუთვნილი სპეციალური პორტატული ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია.

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ აღნიშნული ტექნიკით სარგებლობენ ყოფილი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი პირები. საზოგადოებას გვინდა ვაუწყოთ, რომ გამოძიება მუშაობს ხსენებული ტექნიკის დაძებვნის და ამ დანაშაულში ჩართული პირების დადგენის მიზნით რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

აქვე მოგახსენებთ, რომ პირადი საუბრების ჩანაწერის, მათ შორის ტექნიკური საშუალებით მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერის უკანონო გამოყენება და გავრცელება მათ შორის მასმედიის საშუალებით წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42