დიმიტრი შაშკინი ალასანიას ,,ამნეზიასა“ და არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს
პოლიტიკა - 19:20, 10 May, 2014     2778

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ირაკლი ალასანიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მინისტრმა ნატო-ს ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებასთან დაკავშირებით გააკეთა.

შაშკინი „ნიუპოსტთან“ საუბრისას სამ ასპექტს გამოყოფს, რომელიც მისი თქმით, ამ შეთავაზებით და შემდგომ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის რეაქციითა თუ კომენტარებით გამოიკვეთა.

შაშკინი აღნიშნავს, რომ ნატო-სთვის ანტისაჰაერო სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების შეთავაზება თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია არ არის და ამ ყოველივეს პრემიერმინისტრის ნებართვა სჭირდება:

„სამწუხაროდ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს შიდა კომუნიკაცია, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, აქ არ აქვს მნიშვნელობა ხარ ოპოზიციაში თუ ხარ პოზიციაში, ფაქტი, რომ ხელისუფლებაში თავდაცვის მინისტრს შორის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არსებობს, უკვე არის ცუდი ქვეყნისთვის და პირველ რიგში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ამას ხაზი გაუსვა, იმიტომ, რომ ის კომენტარები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, მიუთითებს იმაზე, რომ შიდა კომუნიკაციის პრობლემები არის.

კარგად ვიცით, რომ არსებობს კომუნიკაციის პრობლემა უშუალოდ ხალხთან, მაგრამ გარდა ამისა არსებობს ძალიან დიდი პრობლემა კომუნიკაციის შიგნით ხელისუფლებასა და მთავრობაში, ეს ერთი ასპექტი, რაც ძალიან ცუდია და პირველ რიგში ცუდია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.

მეორე ასპექტს რაც შეეხება, ამ ფაქტმა აჩვენა დაბალი პროფესიონალიზმი თავდაცვის სამინისტროში, მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ალასანიამ შესთავაზა ნატო-ს ძალებს განათავსონ ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები საქართველოში. ეს იყო შეთავაზება სხვა ქვეყნის სამხედრო ძალების განთავსებისა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თავდაცვის მინისტრს თუ არ აქვს კონკრეტული უფლებამოსილება მინიჭებული პარლამენტის მიერ, საქართველოს პრემირმინისტრის მიერ, ბუნებრივია არ აქვს უფლება რომ შესთავაზოს. ალასანიამ, თავდაცვის მინისტრმა, შესთავაზა ნატო-ს ანტისაჰაერო სისტემების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ უცხო ქვეყნის ჯარების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ბუნებრივია თავდაცვის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. პირველი არის პრობლემა იმისა, რომ შეთავაზება უცხო ქვეყნის ჯარების განთავსების ჩვენს ტერიტორიაზე ეს არ არის თავდაცვის მინისტრის კომპეტენცია, აქ არის პარლამენტის კომპეტენცია. მეორე საკითხი, ამის შემდეგ როდესაც არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, ალასანიამ სცადა ამის განმარტება, რომ მან ითხოვა არა იარაღი, მან სთხოვა ნატო-ს ანტისაჰაერო ძალების განთავსება საქართველოში, ანუ უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალების განთავსება ჩვენს ქვეყანაში.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ არის სერიოზული პროფესიონალური პრობლემა თავდაცვის სამინისტროში.

2012 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიაღწიეს შეთანხმება, რომ აშშ-ს უნდა გადაეცა საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემები, 2012 წელს ძალიან სერიოზული მუშაობა იყო ჩატარებული ამ მიმართულებით. მე პირადად ვიყავი აშშ-ში ჩასული ორჯერ, იყო მოლაპარაკებები კონკრეტულად ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემაზე საქართველოსთვის. იყო თვითონ ანტისაჰაერო სისტემების მოდელი განსაზღვრული, პარამეტრები, ჩატარდა კვლევა სად უნდა განთავსებულიყო, იყო საინჟინრო ბატალიონების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში. ჩამოვიდნენ უშუალოდ სპეციალისტები, რომ ტექნიკურად განესაზღვრათ ყველაფერი. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს რაღაც ამნეზია დაემართა ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი დაავიწყდათ, ის მუშაობა წყალში ჩაყარეს. კვლავ ვიმეორებ, აქ არ იყო მხოლოდ პოლიტიკურ შეთანხმებაზე საუბარი. იყვნენ ჩამოსულები ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების სპეციალისტები და კონკრეტულად იყო განსაზღვრული, გაწერილი, გახაზული სად, რომელი დანადგარი უნდა დამდგარიყო, დეკემბერში ეს სისტემები უნდა ჩამოსულიყო საქართველოში.

იმის პარალელურად, რომ ამაზე თავდაცვის სამინისტროს და მინისტრს ამნეზია დაემართათ, აკეთებს იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა.

ეს განცხადება შინაარსობრივად უკვე არის პრობლემატური. საქართველო არ არის ნატო-ს ქვეყანა და ნატო-ს ჯარების განთავსება არა ნატო-ს ქვეყანაში ცოტა სხვა სივრცეში გადადის. აქ პრობლემა არის იმაში, რომ თუ საუბარია ნატო-ს ქვეყნების უსაფრთხოებაზე, საქართველოში ბუნებრივია ნატო ვერ განათავსებს იმიტომ, რომ აქვს განთავსებული თურქეთში, აქ არის საუბარი საქართველოს უსაფრთხოებაზე, ამისთვის იყო კონკრეტული გეგმა, რომელიც 2012 წლის დეკემბერში უნდა განხორციელებულიყო.

რომ შევაჯამოთ, სამი პრობლემაა, ერთი შიდა კომუნიკაციების პრობლემა მთავრობაში, იმიტომ რომ ალასანია ახლა ამბობს რომ პრემიერის დავალება იყო, მაგრამ სხვა პოლიტიკოსების კომენტარები მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო სიურპრიზი, მეორე პრობლემა არის ის, რომ იმის ნაცვლად განეხორციელებინათ ის, რაც უკვე იყო მოლაპარაკებული და რაც ითვალისწინებდა ამერიკული ანტისაჰაერო სისტემების დაყენებას საქართველოში, ამაზე ამნეზია დაემართათ და მესამე, წმინდა კომპეტენციის პრობლემაა, რომ თავდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის მსგავსი შეთავაზება. ეს არის საქართველოს პარლამენტის კომპეტენცია“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42