ერეკლე კოდუას და ლევან ტაბიძეს გენერალი და სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი წამებაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, 2008 წლის 26 აგვისტოს სწორედ ლევან ტაბიძემ დაგეგმა სახლიდან მისი და მისი მეგობრების გატაცება და წამება.
წითელაშვილის განმარტებით, მოდულის შენობაში 2 დღე უშუალოდ ტაბიძე და კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომლები მას და მის მეგობრებს აიძულებდნენ სამშობლოს ღალატი ეღიარებინათ. 2 დღის შემდეგ კი ისინი უკვე სოდ-მა დააკავა და ჩვენების მისაღებად ერეკლე კოდუამ აწამა.
წითელაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის არაღიარების შემდეგ იგი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, სადაც 4 წელი სასჯელს სამშობლოს ღალატის მუხლით იხდიდა.
"ლევან ტაბიძე წიხლებით და ხელკეტით მცემდა და ჩემგან მოითხოვდა მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენება. კოდუამ პირდაპირ მითხრა, რომ თუ არ გინდათ ჩვენთან თანამშომლობა მაშინ თქვენ სამუდამოდ გაგიშვებთ და მთელი ცხოვრება იქნებით ციხეში. ჩვენ როცა უარი განვუცხადეთ კოდუას და სასურველი ჩვენება ვერ მიიღო ციხეში გადაგვიყვანეს"-, აცხადებს წითელაშვილი.
გენერალი 2013 წლის იანვარში პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. პროკურატურას სარჩელით მან 7 თვის წინ მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






