უმცირესობა მაღალჩინოსანთა პრემიებს მერაბიშვილის საკნიდან გაყვანას უკავშირებს (ფოტო)
პოლიტიკა - 12:32, 10 May, 2014     5222

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც დეპუტატმა სასჯელაღსრულების სისტემაში 2013 წლის 20 დეკემბერს გაცემულ ხელფასებზე ისაუბრა. ნადირაშვილმა იმ პირთა მაღალანაზღაურებადი ხელფასები ჩამოთვალა, რომლებიც ამ უწყებაში მუშაობენ. დეპუტატმა ეს ქმედება 17 დეკემბერს საქართველოს ყოფილი პრემირმინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს დაუკავშირა:

„მე მსურს შეშფოთება გამოვთქვა იმის გამო, რომ გუშინ მანანა კობახიძეს ერთერთ ეთერში წამოსცდა, რომ მან იცოდა იმ ბრიფინგის თაობაზე, რომლის გამართვასაც მე დღეს ვაპირებდი, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები აღარ მალავენ, რომ ჩვენ გვითვალთვალებენ და გვისმენენ, მაგრამ ცხადია მათი ასეთი ქმედებები ჩვენს გეგმებში ვერ შეიტანს ვერანაირ კორექტივებს.

მე მსურს გაგაცნოთ ერთი დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან და ცხადია, მე ვერ დავასახელებ წყაროს, იმიტომ, რომ დავიცავ იმ ადამიანის უსაფრთხოებას, ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, საქმე ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, 2013 წლის დეკემბერში გაცემულ ხელფასებს და ეს ხელფასები იმდენად დაუჯერებელია, იმდენად მაღალია, რომ მე აუცილებლად ჩავთვალე, თქვენთვის გამეზიარებინა. მე ჩამოვთვლი იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი იყვნენ დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და შევარჩიე 20 გვარი:

გახარია გოგი - 39 130 ლარი, „რუსთავი 2“-ის დაცვის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე - 38 390 ლარი, მაცაიძე სიმონი - 38 733 ლარი, ტორაძე შალვა - 31 263 ლარი, თუთარაშვილი შოთა - 30 386 ლარი, ელიზბარაშვილი გიორგი - 29 307 ლარი, ასანიშვილი ზურაბი - 28 321 ლარი, კოტეტიშვილი ვახტანგი - 23 414 ლარი, ტრაპაიძე შოთა - 23 270 ლარი, გიგიძე ზურაბი - 21 202 ლარი, ჩელებაძე მამუკა - 21 505 ლარი, როდონაია ლაშა - 20 703 ლარი, ცქვიტინიძე ტარიელ - 20 358 ლარი, ახვლედიანი თენგიზ - 19 318, დოჩიაშვილი დავითი - 18 845 ლარი, გუბიანი გიორგი - 18 692 ლარი, კიკალიშვილი ილია - 18 525 ლარი, ვერულაშვილი ნესტანი - 18 251 ლარი, დარბაისელი დიმიტრი, ის დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლავთ - 18 222 ლარი.

ყველაზე ნაკლები ხელფასი, ვინც დეკემბრის თვეში აიღო ამ დეპარტამენტში, იყო როდონაია და მისი ხელფასი იყო 10 504 ლარი, ეს დოკუმენტი ჩემს ხელშია დაახლოებით თვენახევარია, მე არ მინდოდა სპეკულირება ამ დოკუმენტით და მინდოდა ამ ინფორმაციის გადამოწმება.

ამიტომ, ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა სადეპუტატო შეკითხვა გაგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში და მოითხოვა, თუ რა ანაზრაურება მიიღეს ამ ადამიანებმა, ამ ინფორმაციის გადმოგზავნა. გავიდა თვენახევარი, თავდაპირველად მათ 15 დღის შემდეგ გვიპასუხეს, რომ ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ინფორმაციაზე იყო მივლინებაში, ერთი კვირის შემდეგ კიდევ დავრეკეთ, ისევ მოვითხოვეთ ინფორმაცია და ამ შემთხვევაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია გაბნეულია და ვერ ამოკრიბეს, საბოლოოდ მივიდნენ იქამდე, რომ გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან. გვინდოდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ ვერ მოვახერხე, რაც აძლიერებს ჩვენს ეჭვს, თუ ასე არ არის ველოდები განმარტებებს სასჯელაღსრულების სისტემისგან.

ეს ხელფასები გაცემულია 20 დეკემბერს, 17 დეკემბერს „ბოტასების ქურდმა“ ფარცხალაძემ ვანო მერაბიშვილი გაიყვანა უკანონოდ საკნიდან, მე მაინტერესებს ხომ არ არის ეს ქმედება ნაყიდი ამ ხელფასებით. დაველოდებით მოვლენების განვითარებას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42