რა ფაქტობრივი შეცდომისკენ მიუთითა თარგამაძემ ღარიბაშვილს
სოც.მედია - 11:43, 10 May, 2014     4106

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიაბაშვილის განცხადებას ეხმაურება, თინა ბოკუჩავასა და ლევან თარხნიშვილის საოჯახო ურთიერთობასთან დაკავშირებით. თარგამაძე „ფესიბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ თინა ბოკუჩავა გაუთხოვარია, ლევან თარხნიშვილი და მისი მეუღლე ანი უჩანეიშვილი კი ფლობენ სოციოლოგიურ კომპანია BCG-ს, რომელსაც NDI-ს დაკვეთით კვლევა არასდროს შეუსრულებია:

„გულწრფელად მეგონა, რომ დღეისათვის ჰაკიმ-ფაშას თემა ამოვწურე, მაგრამ რას გაცლის ეს მოუსვენარი ბიჭუნა. ეხლა ვნახე, ინგა გრიგოლიასთან ეთერში ავტორიტეტული სახით როგორ აფრქვევდა სისულელეებს. მაინც გავოცდი. მთელი სახელმწიფო მანქანა ემსახურება და ელემენტალურ ინფორმაციასაც არ ფლობს დალაგებულად.

NDI-სთან პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ისინი კვლევას ადგილობრივ ორგანიზაციას უკვეთავენ, რომლის მფლობელიც ნაციონალი გამყალბებელი ლევან თარხნიშვილი და მისი ცოლი თინათინ ბოკუჩავააო. ეხლა მომისმინე, შვილო: თიკა ბოკუჩავა გაუთხოვარია; ლევან თარხნიშვილი და მისი მეუღლე ანი უჩანეიშვილი ფლობენ სოციოლოგიურ კომპანია BCG-ს, რომელსაც NDI-ს დაკვეთით კვლევა არასდროს არ შეუსრულებია;

NDI-ს დაკვეთით კვლევებს ასრულებს კავკასიის კვლევების რესურს ცენტრი, რომლის პირველი დირექტორი ლევან თარხნიშვილი იყო წლების წინ, მაგრამ ხოლოდ დირექტორი, დამფუძნებელი კი ფონდი "ევრაზიაა", რომლის მიმართაც პრეტენზიები არ უნდა გქონდეთ. ჰო, ერთი დეტალიც, ალბათ დაგაინტერესებს და რადგან ვისაც ევალება, არ გეუბნებიან, მე გეტყვი: ლევან თარხნიშვილისა და მისი მეუღლის BCG-ში მთავარ ბუღალტრად თითქმის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე აბა თუ მიხვდები ვინ მუშაობდა? თქვენი მერობის კანდიდატი დავით ნარმანია! ხოდა ჩამოყალიბდი, ნარმანიას ენდობი, თუ არა:) როცა გაგიჭირდება, მომმართე, არ დავიზარებ და გაგანათლებ ხოლმე, ეთერში ეგრე სულელურად რომ არ გამოიყურებოდე. მაინც ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი ხარ", - მიმართავს თარგამაძე ღარიბაშვილს“, - წერს გივი თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42