საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საქართველოში ნატოს თავდაცვითი სისტემის განთავსების შესახებ კიდევ ერთხელ აკეთებს კომენტარს. ამის შესახებ ალასანიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა:
„ამ მთავრობის მთავარი ამოცანა არის, რომ ჩვენს ჯარს ყველა შესაძლებლობა ჰქონდეს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენ სამხედორებს უნდა მივცეთ ის პირობები, რომლითაც ისინი საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეძლებენ. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. მე როგორც თავდაცვის მინისტრი ვითხოვ შეიარაღებას და ეს ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს, მე ბუნებრივია ვერ მოვითხოვდი ვიოლინოების პარტიას. ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება მეტად ავუხსნათ ყველას თუ რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო შეიარაღება, რითაც რაც შეიძლება მეტად იყოს ჩვენი ცა დაცული“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ
მასალის გამოყენების პირობები






