ირაკლი ღარიბაშვილი: იმაზე მეტი შევასრულეთ რასაც დავპირდით ამომრჩეველს
პოლიტიკა - 22:32, 09 May, 2014     1951
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებებსა და მათ შესრულებაზე ისაუბრა. ღარიბაშვილის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ არსებულ დაპირებებზე მეტი შეასრულა: „ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფელბაში, ჩვენი მთავარი დანაპირები იყო ის, რომ საქართველოს მოსახლეობას თავისუფლებას დავუბრუნებდით, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე არის აბსოლუტურად დაცული და არის თავისუფალი.
სასამართლო დღეს არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც არასოდეს. ჩვენ მაქსიმალური თავისუფლება მივეცით სასამართლოს და გავათავისუფლეთ პოლიტიკური ზეწოლისგან. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეს რა თქმა უნდა არ არის იდეალური მდგომარეობა, მაგრამ ეს არის სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით. თუნდაც პოლიცია, დღეს პოლიციის და პოლიციელის აღარ ეშინია მოსახლეობას, პოლიცია და ჯარი არის აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული.
პროკურატურაც არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენი ოპონენტები ამბობენ იმასაც, რომ „რუსთავი 2“-ში ეს რაღაც მასკარადი და სპექტაკლი ჩვენი დადგმულია. ჩვენ განმარტებებს ვაკეთებთ ხალხისთვის, ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ იმაზე მეტი შევასრულეთ რასაც დავპირდით ამომრჩეველს. რაც შეეხება მედიას, დღეს მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი. ის რაც გადაიტანა ამ ტელევიზიის მფლოებელმა ოჯახმა, ეს არის პირადპირ კლასიკა. როგორ წაართვეს ტელეკომპანია იმედი მფლობელს არის კლასიკური მაგალითი, რომელშიც ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ პენსიები გავზარდეთ საქართველოში, ამის გაკეთება რა თქმა უნდა შეეძლო წინა ხელისუფლებას მაგრამ არ აკეთებდნენ და საინტერესოა რატომ, ჩვენ გავაორმაგეთ ჯანდაცვის ბიუჯეტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42