შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, „ამ ომში გვარამია დამარცხდება“, - ამის შესახებ იზორიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა. იზორია იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებზე ხელისუფლების მისამართით გააკეთა:
„მინდა, მის განცხადებებს გამოვეხმაურო. მან თქვა, რომ ჩვენ მოვითხოვეთ შემოწმება და შემოწმება განახორციელა პრეზიდენტს დაქვემდებარებულმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა. მინდა, ვთქვა, რომ ამის კომპეტენცია პრეზიდენტს დაქვმდებარებულ სდსს–ს არ ჰქონდა, რომ კერძო კომპანია შეემოწმებინა. მაქვს ამ სამსახურის დებულება და ეს ჩანაწერი არ არსებობს, შესაბამისად, კერძო კომპანიას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი, მიემართა ამ სამსახურისთვის, აქედან გამომდინარე, რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული სამსახურის ე.წ შემოწმება, როგორც ისინი ამბობენ, ეს სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ეს ბატონმა გვარამიამ, რომელიც ასე გვემუქრება და ომს გვიცხადებს, უნდა იცოდეს“, – განაცხადა იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






