გივი თარგამაძე ხელისუფლების წარმომადგენლებს ერთუჯრედიან ამებას ადარებს
სოც.მედია - 20:27, 09 May, 2014     6934

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ „დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებაში ინფუზორია ქალამანა, ანუ ფოსტალა, ამებას კლასის ორგანიზმები გაბატონდნენ“. ამის შესახებ თარგამაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„ინფუზორია ქალამანა, ანუ ფოსტალა, ამება - ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაციაში ეს არსებები უმარტივესთა კლასს განეკუთვნებიან. სამწუხაროდ, დღეისათვის საქართველოს ხელისუფლებაში სწორედ ამ კლასის ორგანიზმები გაბატონდნენ. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს. შეიძლება, გაგებით ვერ მოვეკიდოთ, მაგრამ გაკვირვებით კი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუნდაც ის, რომ დღეს უმარტივესთა პროკურატურამ საკუთარ თავსა და მთელს მთავრობას დიდი ორმო გამოუთხარა და პირდაპირ თავით ჩააგრიხინა შიგ. ყველა კითხვა მოხსნეს იმის თაობაზე, წინა ხელისუფლების დროს ხომ არ იყო სათვალთვალო აპარატურა დამონტაჟებული, ინსინუაციას ხომ არ ჰქონდა ადგილი. არა; პირდაპირ დაადასტურეს, რომ ყველაფერი დღევანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ჰაკიმის შსს მინისტრობის დროს და შემსრულებლებიც დაასახელეს. რ2-ს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი 6 თუ 8 თვის წინ გადავიდა სამუშაოდ ჯერ სუს-ში, შემდეგ ოდრ-ად გარემოს დაცვის სამინისტროში, ამჟამად კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა უსაფრთხოებისა და ბადრაგირების დარგში. ამ მოკლე პერიოდში მშვენიერი ხელფასისა და პრემიების გარდა, ერთი ბინა აჩუქეს და ერთიც იყიდა ისე, რომ კრედიტი არ აუღია. რა მარტივია და უმარტივესებს ესმით. რას იზამ, მეტი არ შეუძლიათ, ფიზიკურად. ქალამანას ფანტაზიას ვერ მოსთხოვ, ის ხომ უმარტივესია“, - წერს თარგამაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42