საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „რუსთავი 2“-ში აღმოჩენილ ფარულ კამერებს მიხეილ სააკაშვილის დაცვას უკავშირებს.
„ანუ პროკურატურის ვერსია რა არის? პრეზიდენტის დაცვამ დაამონტაჟა ვიდეო და მოსასმენი აპარატურა?? :)))
დღისით, მზისით? თან ტელევიზიის მენეჯმენტის თვალწინ? კადრებში მგონი ნიკა გვარამია და ნინო შუბლაძე ჩანს, არა?
ოღონდ ისევ პროკურატურა ამბობს, რომ დაცვამ მაშინ "ჟუჩოკები" კი არა, მათი "კვალი" აღმოაჩინაო. ანუ, თან დაამონტაჟეს თვითონ და თან ვერა??! :))“,- წერს თაქთაქიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარული მოწყობილობების შესახებ ნიკა გვარამიას თავის დროზე უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა აცნობა, თუმცა გვარამიამ განუცხა და, რომ „არ ენერვიულა ამ ფაქტზე და ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა მუშაობა“.
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში მოსასმენი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ჩანაწერები სავარაუდოდ გასული წლის ივნისშია გაკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები






