დღეს, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული კონცეფციის სამუშაო ვერსია და ტექნიკური საკითხები, 26 მაისის ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაო ჯგუფმა განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც სამინისტროების, თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კონცეფციის სამუშაო ვერსიის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სახალხო ზეიმი იქნება და აღლუმი არ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობაზე იქნება ორიენტირებული და მასში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რეგიონები.
საზეიმო ღონისძიებების გეგმა დასამტკიცებლად 26 მაისის საორგანიზაციო სამთავრობო კომისიას წარედგინება. კომისიის პირველი სხდომა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ, 15 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






