უხოეთში მყოფი ხელოვანი პაატა ქურდაძე პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილის უდიპლომო ცოლისძმის საკითხს ეხმაურება. როგორც გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი ალექსანდრე თამაზაშვილი ერთადერთი დეპუტატია პარლამენტში, რომელსაც უმაღლესი განათლება არა აქვს. „პარლამენტარების დიპლომები გამონაკლისის გარდა რეალურად ასახავენ მათი მფლობელის პროფესიონალიზმის ხარისხს“? - კითხულობს პაატა ქურდაძე.
პაატა ქურდაძე: „ამ დიპლომებზე ერთი ამბავი რომ ატეხეს, სადმე წერია რა ხარისხის განათლება უნდა ჰქონდეს დეპუტატს იმისთვის რომ ამომრჩეველი ენდოს, ან რა პროფესიებია უფრო სასურველი? .. და საერთოდ, ნეტა ვინმეს სერიოზულად გონია, რომ ქართველი პარლამენტარების დიპლომები იშვიათი გამონაკლისის გარდა რეალურად ასახავენ მათი მფლობელების პროფესიონალიზმის ხარისხის თუნდაც მეოთხედს იმ დარგებში რომლის დიპლომებსაც ფლობენ?:(რა მნიშვნელობა აქვს ექიმი იქნება მეხანძრე თუ მარკშეიდერი? ასეთ ექიმს, იურისტს და მეხანძრეს მტერს არ ვუსურვებ:) ისე ერთი ორი მარკშეიდერი მართლა უნდა ყოლოდათ ასეთ პარლამენტში. ქართულ სეისმურად ძალიან მგრძნობიარე პოლიტიკაში ალბათ ერთ ერთი ყველაზე საჭირო სპეციალობაა“ :)
მასალის გამოყენების პირობები






