საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NDI-ის კვლევებს და მისი რეიტინგის შემცირებას ეხმაურება. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მისი რეიტინგის შემცირება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის საკუთარი რეიტინგის დაცემას ელოდა.
"ჩემთვის აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ჩემი რეიტინგის დაცემა. მე აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილს დიდი წვლილი ჰქონდა იმ წარმატებაში, რომელიც არჩევნებზე 62%-ის სახით დამიფიქსირდა. ბუნებრივია, რომ ბიძინას კრიტიკის შემდეგ, იმ ადამიანებმა, ვინც მის გამო მიჭერდნენ მხარს, ჩემთან მიმართებაში საწინააღმდეგო პოზიცია დაააფიქსირეს. შესაბამისად, ეს ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი და მისაღებიცაა", -განუცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას.
NDI-ის ბოლო გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილის მოწონების რეიტინგი 46 პროცენტია; 2013 წლის ნომებრის კვლევაში კი, პრეზიდენტის რეიტინგი 72 პროცენტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






