პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალური ქსელის მეშვეობით მთავრობის წარმომადგენლების ერთმანეთში ურთიერთობას განიხილავს და აფასებს.
„პრემიერი არ ელაპარაკება პრეზიდენტს, პრეზიდენტი ელაპარაკება მხოლოდ ირინა იმერლიშვილს, თავდაცვის მინისტრი ელაპარაკება კვლევის შედეგებს, ვიცე-პრემიერი ფიქრობს ვისთან ჯობს მეგობრობა და ამ ჭოჭმანში დაიღალა რყევებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ელაპარაკება კარასინს აბაშიძის მეშვეობით, შსს მინისტრი გარდატეხის ასაკს ებრძვის, კულტურის მინისტრი ყველას ელაპარაკება კულტურის გარდა (უბრალოდ, მას არავინ ელაპარაკება), განათლების მინისტრს დაავიწყეს რომ პრეზიდენტის სიყვარული მისი ვალდებულებაა და ა.შ... ამ შეკვეთილი ურთიერთობების განმსაზღვრელი ერთი "მოქალაქეა", რომელსაც ზებრაზე კიდია 54% -ი ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ყველა ერთად დამოკიდებული ვართ ზოოპარკის გამძლეობაზე“, - წერს ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






