თუ ვინმე გეტყვით, რომ გაისად ევროკავშირში შევალთ, არ დაუჯეროთ, ხალხო!“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს.
ბერძენიშვილი ინტერვიუს დროს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და ქვეყანაში საზოგადოების მხრიდან სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნის ფაქტს ეხმაურება.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ „სამართლიანობა ანტიდისკრიმინაციული, ასევე მოსმენების შესახებ და სხვა მსგავსი კანონების მიღებით უნდა დამკვიდრდეს“.
მისივე თქმით, სამართლი და კანონი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს.
„პირადად ლევან ბერძენიშვილი ყოველთვის ამბობდა, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს. საზოგადოების ნაწილი ითხოვს, ნაციონალები დაჩაგრეთ და მათთვის სამართლიანები ნუ იქნებითო. ერთ ნაწილს აწყენინო და მეორეს არა, ასე არ გამოვა, რადგან სამართლიანობა და კანონი ყველას მიმართ თანაბრად უნდა მოქმედებდეს. როგორც კი ამას ვამბობ, ამბობენ ნაციონალების კაციაო, ამიტომ საქართველოში პოლიტიკოსების არავის შეშურდეს. საქართველოში დემოკრატია რამდენიმე წელიწადში აშენდება. ერთ წელიწადში ვერც ევროპული ქვეყანა გავხდებით და თუ ვინმე გეტყვით, რომ გაისად ევროკავშირში შევალთ, არ დაუჯეროთ, ხალხნო! ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებითაც იმის თქმა გვსურს, რომ ამ კანონის დონის ხალხი კი არ ვართ, გვინდა, ასეთები ვიყოთ და იდეალებს შევხვდეთ“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






