"ნაციონალურ მოძრაობას" 20 ათასი ახალი წევრი ჰყავს
პოლიტიკა - 09:57, 09 May, 2014     2009

უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ ყრილობას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

წიკლაური ყრილობას მასშტაბურს უწოდებს და ამბობს, რომ პარტიის რიგებს 20 ათასი ახალი წევრი შეემატა.

უმცირესობის წევრი მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და ყოფილს პრემიერს ვანო მერაბიშვილს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელმა მასშტაბურმა შეკრებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი ბიძინა ივანიშვილის დეკლარირებულ ოცნებას, რომ გაეჩუმებინა და გაენადგურებინა ქართული პატრიოტული ძალა, რომელსაც ოლიგარქი სამართლიანად მიიჩნევს მისი რენეგატული ხელისუფლებისთვის უმთავრეს საფრთხედ. ეს არსებითი წარმატებაა. ამასთან, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება და საბოლოო, დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად მრავალი სირთულის გადალახვა მოგვიწევს ერთად.

დღესდღეობით ჩვენი რიგები ძლიერდება, პარტიაში 20000 ახალი წევრი გვყავს, ადამიანებს რწმენა უმტკიცდებათ... ერთობით და ერთგულებით გავიმარჯვებთ. ყველა მხარდამჭერს ვუხდი დიდ მადლობას. საგანგებოდ კი მათ, ვინც დღეს უსამართლოდ არის დატყვევებული.

მათი ბრძოლა და თავდადება ჩვენი საერთო ბრძოლის განუყრელი ნაწილია. განსაკუთრებული სალამი ჩემს ძვირფას მეგობრებს - ბაჩოს და ვანოს. ცუდი დღეები უკან დარჩება და მას გამარჯვების სიხარული შეცვლის. მაგრად იყავით, ძალა ერთობაშია!“, - წერს წიკლაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42