შს მინისტრი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებს „TAYLOR“-ზე შეხვდა
პოლიტიკა - 21:05, 08 May, 2014     1682

საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაცია ეწვია. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „TAYLOR“-ი აჭარის ტერიტორიულ წყლებში 8 მაისს შემოვიდა.

სტუმრებს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე,მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები, ასევე, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებს და აშშ-ის დელეგაციას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მოეწყო.

9-10 მაისს ბათუმში ყვინთვის ერთობლივი წვრთნები გაიმართება. აშშ-ს ხომალდზე ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები ჩატარდება, რომელიც ხომალდის მართვისა და მენეჯმენტის სწავლებას მოიცავს. ბათუმის ნავსადგურში ასევე ჩატარდება ერთობლივი საზღვაო მანევრები. მოგვიანებით ამერიკელი სტუმრები ქართველ კოლეგებს საკუთარ ხომალდზე უმასპინძლებენ.

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშესთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების დელეგაციის ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42