"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია „NDI“-ს დღევანდელ კველევებს ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, აღნიშნული კვლევა რეალურ სურათს გამოხატავს. ბოკერია მთავრობას მოუწოდებს, კვლევებზე გაბრაზების ნაცვლად საქმეს მიხედოს.
„მთავრობას მინდა ვუთხრა, კვლევებზე არ უნდა გაბრაზდენენ, როცა მათ მიმართ მოსალოდნელი ნდობის ვარდნას ხედავენ. ეს კვლევა გამოხატავს რეალურ სურათსა და საზოგადოების ხედვას. საზოგადოება ხედავს, რომ მთავრობის დაპირება არა თუ არ შესრულდა, არამედ ქვეყანა უკან წავიდა. მთავრობას მსურს ვუთხრა - საქმეს მიხედოს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„NDI“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საზოგადოებაში საპარლამენტო უმრავლესობის მოწონების პროცენტული მაჩვენებელი დაეცა, უმცირესობის კი გაიზარდა. „NDI“-ს კვლევებს ხელისუფლება უნდობლობას უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






