ირაკლი ღარიბაშვილი - ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო კვლევის შედეგები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრში მიმდინარე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგების შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით, მცირე დროში, ქვეყანამ წარმოუდგენელ შედეგს მიაღწია:
"ძნელია, სიამაყის გარეშე მოისმინო იმ კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბანკმა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ და USAID-მა ჩაატარეს - გამოკითხულთა 80 პროცენტზე მეტი ხაზგასმულად დადებითად აფასებს საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგებს. ჩვენ ნამდვილად წარმოუდგენელ შედეგს მივაღწიეთ ასე მცირე დროში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივეცემით თვითკმაყოფილებას, რადგან ყველაზე კარგად ვიცით, რომ კიდევ არსებობს პრობლემები, კიდევ ბევრი შრომა გვაქვს გასაწევი. დასამალი არ არის, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა გვერგო, და ყველაზე მეტად ეს ჯანდაცვის სფეროში იგრძნობოდა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ჯანდაცვა ხელმისაწვდომი არ იყო, მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ კი უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი:"როგორც იცით, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა. მცირე შემოსავლიანი, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, განსაკუთრებით კი ოპერაციებისთვის, იძულებული იყვნენ აეღოთ სესხი ან, სულაც, გაეყიდათ სახლ-კარი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც, ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ხშირად დაგვიანებულიც კი იყო და მძიმე შედეგებით მთავრდებოდა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ადამიანი, მისი ჯანმრთელობა და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკური გუნდის, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა. ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფა ხარისხიანი და ხარჯეფექტური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ჩვენი ხელისუფლებისთვის. ჩვენ მიზნად დავისახეთ და მოქალაქეებს შევპირდით, რომ სახელმწიფო იზრუნებდა და არც ერთ თავის მოქალაქეს არ დატოვებდა სამედიცინო მომსახურების გარეშე, ბედის ანაბარა, და ეს პირობა შევასრულეთ. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმამ უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ დაახლოებით სამნახევარი მილიონი ადამიანი მოიცვა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა