თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დედაქალაქის მოსახლეობას გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტარიფების შემცირებას, რიგ შემთხვევაში კი უფასოდ მგზავრობას ჰპირდება.
ამის შესახებ მელიამ "ერთიანი" ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა მოქალაქე, ვინც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლებს, 50-ის ნაცვლად, 20 თეთრს გადაიხდის.
"მინდა გითხრათ შეღავათების ფართო სისტემების შესახებ, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქმა უკვე არსებული შეღავათების სისტემა კიდევ უფრო უნდა დახვეწოს, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება ყველა სტუდენტისათვის, ყველა სკოლის მოსწავლისათვის, ყველა პენსიონერისათვის და ყველა სოციალურად დაუცველი თანამოქალაქეებისათვის", - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






