დავით ბაქრაძე: დღეს ხეირობს ის, ვინც ცხოვრობს კვლავ გაჩენილი კორუფციისა და ნეპოტიზმისგან
პოლიტიკა - 18:36, 08 May, 2014     1584

სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს. სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ საზოგადოებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისივე განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება შეუძლია, რადგან მან წარსულის შეცდომებზე ისწავლა:

„თითქმის შვიდი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ერთად დავამტკიცეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას, ამით ვაჩვენეთ, რომ ჩვენი იდეა, თავისუფალი საქართველოსი, ცოცხლობს და ვითარდება, ჩვენს მიერ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია იყო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა მოიქცეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, თავის ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ოპოზიცია. საპრეზიდენტო არჩევნებით ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ძლიერი, თანამედროვე და კომპეტენტური პოლიტიკური ძალა. ახალა უკვე დადგა დრო, ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დავამტკიცოთ. ხელისუფლება დღეს ვერაფერს გვთავაზობს, ამ ქვეყანაში შემოიპარა ანგარიშსწორების და კრიმინალის დაუნდობელი აჩრდილი, უნდა ვიბრძოლოთ, რადგან დღეს მხოლოდ ხეირობს ის, ვინც ცხოვრობს კვლავ გაჩენილი კორუფციისა და ნეპოტიზმისგან.

ეს არის ჩვენი ბრძოლის მიზანი, ჩვენ არ ვებრძვით არავის, ჩვენ ვებრძვით უმუშევრობას, კორუფციას, კრიმინალს, შეუსრულებელ დაპირებებს და გაჩერებულ საქმეებს, ვებრძვით ერთმანეთთან დაპირისპირების, ზიზღისა და შურისძიების ტალღას, რომელიც მოდის ჩვენი ხელისუფლებისგან. ჩვენი მიზანია გამთლიანებული, შერიგებული და დამშვიდებული საზოგადოება. ჩვენი მიზანია დაცული და უსაფრთხო გარემო, ჩვენი მიზანია ევროპული საქართველო და ბოლოს, ჩვენი მთავარი მიზანია საქართველო, რომელიც აუცილებლად გამთლიანდება მშვიდობიანი გზით და თავის წიაღში დაიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს და თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას შეუძლია ეს დაპირდეს საკუთარ საზოგადოებას, ეს ვართ ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ქვეყნის შენების გამოცდილებასთან ერთად, ჩვენ გვაქვს წარსულზე სწავლის გამოცდილებაც, სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოაგდოება ობიექტურად შეაფასებს წარსულსა და აწმყოს და მხარს დაგვიჭერს ამ არჩევნებში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ამ წუთებში სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით პარტიის წევრები მიმართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42