თეა წულუკიანი: "ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით"
პოლიტიკა - 17:00, 08 May, 2014     1785
დუბლინში ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა გაიხსნა, რომელშიც ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების სამთავრობო, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
იუსტიციის მინისტრი გახსნით პლენარულ სხდომაზე ძირითად მომხსენებლად წარდგა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ღიაობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით გატარებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონულ სამიტზე განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს მიღწევები.
„ღია მმართველობის ფარგლებში საქართველოს ძალიან ბევრი ისეთი რეფორმა აქვს გატარებული, რომლებიც მისაბაძი და სამაგალითოა ტრადიციული ევროპული ქვეყნებისთვისაც კი. თუმცა, ჩვენ მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და საქართველო აგრძელებს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რაც მთავრობის მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან კონსულტაციების, რეფორმების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის შესახებ, გააცნო მათ ელექტრონული მმართველობის წარმატებულ ინიციატივები და სამომავლო გეგმები. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახსნით პლენარულ სხდომაზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ირლანდიის სახელმწიფო ხარჯებისა და რეფორმების მინისტრთან ერთად წარდგა.
ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონული შეხვედრა 9 მაისს შემაჯამებელი სხდომით დაიხურება.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42