გოჩა კალანდიამ „ქართული ოცნება" დატოვა
პოლიტიკა - 15:01, 08 May, 2014     2431
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ აქტივის კოორდინატორმა გოჩა კალანდიამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ იგი „ქართული ოცნების“ რიგებს ტოვებს. როგორც კალანდიამ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მისი გადაწყვეტილების ერთერთი მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გახდა. „ნიუპოსტი“ კალანდიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა და პოლიტიკური კოალიციის „ქართული ოცნება“ჩამოყალიბების შემდეგ, მეგობრებთან ერთად აქტიურად ჩავერთე წინასაარჩევნო ღონისძიებებში. მაშინ მჯეროდა და ღრმად მწამდა, რომ ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია შეძლებდნენ ძალადობის, ელიტარული კორუფციისა და პოლიტიკური დევნის აღკვეთას; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების წასალეკად გლობალიზმის სახელით მოვარდნილი ღვარცოფის თუნდაც ნაწილობრივ შეჩერებას. ნაცვლად ამისა მივიღეთ შემდეგი:

1.მაგალითად, ჩემს რაიონში წალენჯიხაში სამოხელეო დანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა წამოტივტივება და პრივილეგირება, ქართული ოცნების წამყვან პოზიციბზე უინტელექტო და შესაბამისი ცოდნის სერიოზული დეფიციტის მქონე უმიზნო და უიდეო მედროვე–კონფორმისტების თავმოყრის წახალისება;

2. წამყვანი რეგიონალური და ადგილობრივი მმართველობის თანამდებობებზე ე. შევარდნაძის დროინდელი კოტრაბანდისტების, წარსულში სხვადასხვა ტიპის კორუფციულ საქმიანობაში ჩაფლული არაკომპეტენტური ადამიანების, საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის –ატესტატის გამყალბებლების, სააკაშვილის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტის კონსტიტუციური უსაფთხოების დაცვის(კუდ–ი) აგენტ–პროვოკატორების პრივილეგირება და საკვანძო პარტიულ თუ ადგილობრივ მმართველობის თანამდებობებზე წამოყენება;

3.მპგ „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელობის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნბისთვის საკრებულოს წევრობის ოდიოზური, შესაბამის განათლებისა და უნარ–ჩვევების არმქონე კანდიდატთა შერჩევა. ადამინური რესურსების არასწორი მეთოდებით შერჩევა, სადაც გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენენ ნაცნობ–მეგობრობა, ნათესაობა (ნეპოტიზმი) და აღებ–მიცემობა, პარტიული ბოსებისადმი უსტყვო, ხშირად მონობამდის მისული მორჩილება ერთი ცნობილი დევიზის შესაბამისად: მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას თუ პარტია მიბრძანებს ამას.

მიუხედავად ამისა მაინც ვრჩებოდი მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და ვცდილობდი ჩემი ხმა მიმეწვდინა პარტიული ბოსებისადმი, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ იმედი გადამეწურა, როდესაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ნაჩქარევად და საჯარო დისკუსიის გარეშე „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ პაკეტი. რა თქმა უნდა არ ვარ არანაირი დისკრიმინაციის და ჩაგვრის მომხრე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კანონის ის მუხლები, რომლებიც პრივილეგირებულ მდგომარეოაში ამყოფებენ განსხვავებული სექსუალური ორიენტიაციის წარმომადგენლებს ნაჩქარევი, კონტრპროდუქტიული და საფრთხის შემცველია საზოგადოებაში გაბატონებული მორალური წარმოდგენებისათვის. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გავდივარ მპგ „ქართული ოცნება–დემოკრატიუოლი საქართველოს“ რიგებიდან და წესდების შესაბამისად მივმართავ ამავე პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებს.

ასევე, მინდა დავამატო ის თუ რა მოტივი მქონდა და რაზე ვიბრძოდი ნაცმოძრაობის წინააღმდეგ ეს იყო უკანონო მოსმენები ძალადობა კერძოდ წალენჯიხაში ერთი ადამიანის მმართველობა ზალ ხურწკაიას თარეში და მისი პოლიტ–აგენტურები რომლებიც მართავდნენ ამ რეჯიმს ასევე სამღვდელო პირების უკანონო მოსმენა მათი საუბრების თუ ქადაგებების ჩაწერა თუნდაც ტრაპეზის დროსაც“, - ნათქვამია განცხადებაში.


ასევე ცნობილია, რომ „ქართული ოცება-დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აქტივის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბერდია კალანდიამ თანამდებობა ორი კვირის წინ დატოვა. ბერდია კალანდია პარტიის თავმჯდომარე იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42