ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემის შემოსვლას მიესალმება
პოლიტიკა - 14:56, 08 May, 2014     1744
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო გემის „ტეილორის" შემოსვლას მიესალმება.
როგორც პრემიერმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დღეს საქართველოში აშშ-ის მე-6 ფლოტის სამხედრო გემი „ტეილორი" შემოვიდა, რომლის პერსონალი საქართველოს სანაპირო დაცვას გამოცდილებას გაუზიარებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმის პორტში მსგავსი ტიპის გემი შემოდის. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და აშშ-ს შორის მეგობრულ ურთიერთობას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოთქვა, რომ ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებას მთავრობის სხდომისა და ჯანდაცვის პროგრამის შედეგების პრეზენტაციის გამო ვერ ახერხებს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ღონისძიებებს ბათუმში ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და პარლამენტის წევრები დაესწრებიან.

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი „ტეილორი“ დღეს შემოვიდა. ხომალდი სამ დღეს დარჩება.

„ტეილორი“ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალებისთვის აგებული რიგით მე-40 ფრეგატია. იგი 35 წლისაა. მისი ეკიპაჟი 200 სამხედრო მოსამსახურისგან შედგება. ხომალდი გამანადგურებელია და შეუძლია როგორც წყალქვეშა გემების განადგურება, ასევე საჰაერო კონტროლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42