ვიცე-პრემიერი კახი კალაძე NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, სადაც პოლიტკური რეიტინგებია წარმოდგენილი.
კალაძე NDI-ის კვლევას უარყოფით შეფასებას აძლევს და 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდს იხსენებს, სადაც NDI-ის კვლევით „ქართულ ოცნებას“ 12% ჰქონდა.
„ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები არაერთხელ გამხდარა სპეკულირების საგანი, რამაც ამ ორგანიზაციას სერიოზული ჩრდილი მაიყენა. ეს დიდწილად ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს დამსახურებაა. მე მახსოვს როგორი კვლევები იდებოდა საპარლამენტო არჩევნების წინ. ასევე კარგად მახსოვს, 12%-იანი რეიტინგი არჩევნების წინ, როდესაც არჩევნებზე ჩვენ 65% ავიღეთ. ამიტომ ამ კვლევებს დადებით შეფასებას ვერ მივცემ, რადგან მისი მოღვაწეობა საქართველოში ტენდენციურია“, - განაცხადა კახი კალაძემ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის კვლევის თანახმად კვლევის თანახმად რომელიც თბილისის მერის კანდიდატურებს გულისხმობდა შედეგები ასე გადანაწილდა: დავით ნარმანია - 39%; ნიკოლოზ მელია - 10%; არ ვიცი – 20%, არცერთი – 13%. ასევე კვლევის მიხედვით 67% თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას იწონებს. 64% ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო, დავით უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61%-ია. კვლევის თანახმად, კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილსა და დავით ბაქრაძეს ერთნაირი მოწონების მაჩვენებლები – 51%-51% აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები






