ხელისუფლების წარმომადგენელთა რეიტინგი დაეცა, ოპოზიციის კი გაიზარდა
პოლიტიკა - 13:55, 08 May, 2014     2414

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწონების რეიტინგი დაეცა. მოწონების რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზეა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია - 67%-იანი რეიტინგით, ნოემბრის კვლევაში მისი მოწონების რეიტინგი 72% იყო.

ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილი მოსდევს, რომელიც გამოკითხულთა 64%-ს მოსწონს. NDI-ის წინა კვლევაში ღარიბაშვილის ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენდა.

სხვა პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირთა მიმართებაში სარეიტინგო მონაცემები ასე გამოიყურება: პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოწონების რეიტინგი ახლა 61%-ია, ნოემბრის კვლევაში იყო – 65%; კახა კალაძის მოწონების რეიტინგია – 51%, ნოემბერში - 60%; ბიძინა ივანიშვილი ახლა გამოკითხულთა მხოლოდ 51%-ს მოსწონს, მისი მოწონების მაჩვენებელი ნოემბრის კვლებაში 74% იყო.

პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი 46%-მდე შემცირდა. ნოემბრის კვლევაში მარგველაშვილი გამოკითხულთა 72%-ს მოსწონდა.

ასევე, კვლევის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენელთა მოწონების მაჩვენებელს, მათი რეიტინგი ახალი კვლევის მიხედვით გაიზარდა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რესპონდენტთა 51%-ს მოსწონს, მოსწონდა გამოკითხულთა – 48%-ს; შალვა ნათელაშვილი მოსწონდა 34%-ს და ახალი კვლევის მიხედვით კი გამოკითხულთა 44%-ს მოსწონს. 21%-დან 25%-მდეა გაზრდილი ჯონდი ბათაღურიას მოწონების რეიტინგი.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში 3 942 ადამიანი გამოიკითხა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42