უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
პოლიტიკა - 13:27, 08 May, 2014     454

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

უილიამ ჰეიგმა ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო სადილის შემდეგ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატოსთან. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ორიენტაციის ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ველოდებით საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას. ვიმსჯელეთ ბიზნესის განვითრების შესაძლებლობებზე, რადგან სწორედ ძლიერი ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილებს. ასევე განვიხილეთ რეგიონული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას მთელ რიგ სფეროებში - განათლების, კულტურის, თავდაცვისა და მრავალი სხვა მიმართულებით", - აღნიშნა უილიამ ჰეიგმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42