რატომ აქვს ალასანიას ღარიბაშვილზე კარგი რეიტინგი - დარჩიაშვილის კომენტარი
პოლიტიკა - 13:07, 08 May, 2014     1550

უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს ეხმაურება, სადაც პოლიტიკური რეიტინგებია წარმოდგენილი.

როგორც დარჩიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის 39% სახელისუფლებო რეიტინგით არის გამაგრებული.

„მთლიანობაში იზრდება იმედგაცრუება ხელისუფლებით. თუმცა ეს ეხლა იმ ნიშნულზე არ არის მისული, რომ ხელისუფლებამ სრულად დაკარგოს მხარდაჭერა. ნარმანიას რეიტინგი გამაგრებულია სახელისუფლებო რეიტინგით. ის, რომ მისი პიროვნული უნარ-ჩვევები შეუმჩნეველია საზოგადოებისთვის, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მისი რეიტინგი ბევრად ჩამორჩება გადასალახ ბარიერს. მეორე ტური გარდაუვალი ჩანს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილს არ გაკვირვებია ის ფაქტი, რომ კვლევის მიხედვით თავდაცვის მინისტრს პრემიერზე მაღალი რეიტინგი აქვს.

„მე ვერ წარმომიდგენია პიროვნულად საჯარო ფიგურების იმიჯის არსში , რომ ღარიბაშვილს რაიმე დადებითი ახასიათებდეს საზოგადოებრივი ურთიერთობების დროს. იმდენად არაადეკვატური და არაკვალიფიციურია მისი გამოჩენა მედიაში, რომ მისი განცხადებები ახალგაზრდა პატიაშვილის განცხადებებს მაგონებს. ვისურვებდი მეტ პროცენტს დაენახა რასთან აქვთ საქმე. ალასანიას მაღალი რეიტინგი განპირობებულია იმით, რომ მისი განცხადებები უფრო ადეკვატური და მოზომილია ვიდრე ღარიბაშვილის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

NDI-ის კვლევის შედეგად გამოკითხულთა 67% თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას იწონებს. 64% ირაკლი ღარიბაშვილს, ხოლო, დავით უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61%-ია. ამავე კვლევის თანახმად, კახა კალაძის, ბიძინა ივანიშვილსა და დავით ბაქრაძეს ერთნაირი მოწონების მაჩვენებლები – 51%-51% აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42