საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებებს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი პასუხობს. საქმე თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ კვლევას ეხება, რომელშიც 2008 წლის ომთან დაკავშირებული მოვლენებია შესწავლილი.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, ომი რუსეთმა დაიწყო და ეს თემა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დახურულია:
„არ უნდა სჭირდებოდეს წელიწადნახევარი ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ ეს ყველასთვის ცნობილი ჭეშმარიტება აღმოეჩინა და მე იმედი მაქვს, რომ ისევე როგორც ამ საკითხში, სხვა ყველა საკითხშიც ეს დამანგრეველი ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქვეყნისთვის, ვგულისხმობ ტენდენციას ძალადობაზე ორიენტაციის, ვგულისხმობ ტენდენციას პოლიტიკური მოტივით გასამართლებისა და დევნისა, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე და დანაშაულთან ბრძოლაზე იფიქროს მთავრობამ, შეტრიალდება, იმიტომ რომ ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა და დაკვეთა. ბუნებრივია, ჩვენ როგორც ოპოზიცია, ვაიძულებთ ჩვენს მთავრობას, რომ ბოლოს და ბოლოს ასეთი მიმართულებით შემოატრიალონ თავისი აბსოლუტურად უნიათო პოლიტიკა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მასალის გამოყენების პირობები






