ირაკლი ღარიბაშვილი უილიამ ჰეიგს შეხვდა
პოლიტიკა - 12:08, 08 May, 2014     1123

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ უილიამ ჰეიგს უმასპინძლა.

სამუშაო სადილზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და ნატოს უელსის სამიტთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისევე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო-ენერგეტიკულ და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თავის მხრივ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერ–მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ძალიან აფასებს საქართველოს კურსს, ასევე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას. უილიამ ჰეიგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უელსში ნატოს სამიტზე გაერთიანდება ძალისხმევა, რათა მიღწეულ იყოს პროგრესი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42