გიორგი მარგველაშვილმა უილიამ ჰეიგი მიიღო
პოლიტიკა - 12:07, 08 May, 2014     1134

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უილიამ ჰეიგს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ბრიტანეთის მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

თავის მხრივ უილიამ ჰეიგმა მადლიერებით აღნიშნა ის წვლილი რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით შეაქვთ, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლის თანახმადაც ქართული სამხედრო შენაერთები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.

საუბარი შეეხო იმ დემოკრატიულ რეფორმებსაც, რომლებსაც ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყანაში მომხდარი დემოკრატიული ცვლილებები დადებითად აისახება ნატო-ს სამიტზე, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

მხარეებმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს და ყურადღება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილეს. მათ „თბილისი სამიტი 2014“-ს შესახებაც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42