დე-ფაქტო აფხაზეთი ჰეიგის საქართველოში ვიზიტით შეშფოთებულია
პოლიტიკა - 11:49, 08 May, 2014     2433

აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვიზიტის თაობაზე განცხადება გუშინ გამოაქვეყნა:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგი ეწვია. მთელი დღის განმავლობაში იგი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან - განიხილავენ საქართველოს გაწევრიანების საკითხს ნატოსა და ევროკავშირში, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ, როგორც ცნობილია ჰეიგი სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებულ პრობლემებზეც ისაუბრებს.

დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებულმა განცხადებებმა არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს, რადგან ეს ყოველივე პირდაპირ ურტყამს აფხაზეთის ნაციონალურ ინტერესებს - პირველ რიგში აფხაზეთის უსაფრთხოების საკითხთან მიმართებით.

არსებობს ყოველგვარი გარემოება ვივარაუდოთ, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა რუსეთისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ ქმედება. არ არის გამორიცხული, რომ აფხაზეთიც უახლოეს მომავალში დასავლეთის ქვეყნების ზეწოლის მსხვერპლი გახდეს. მოვლენების მსგავსი განვითარება, აამოქმედებს საქართველოს რევანშისტულ ძალებს, რომლებიც ვერ ეგუებიან აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას და ძველებურად სოხუმის დაბრუნების იმედი აქვთ.

მსგავს სიტუაციაში, აფხაზეთის შემხვედრი ნაბიჯი იქნება ის, რომ აფხაზეთმა სამხედრო დახმარება რუსეთის ფედერაციას სთხოვოს. ასევე მოითხოვოს, სამხედრო ძალის შევსება რუსი ჯარისკაცებით აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე, რათა მოხდეს ყოველგვარი სურვილის ჩახშობა, აფხაზეთში დესტაბილიზაციის წამოწყებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42