საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგი განახლდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანს, უილიამ ჰეიგს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მაია ფანჯიკიძემ და უილიამ ჰეიგმა შეხვედრის დროს განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.
ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, განათლების და სხვა სფეროებში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის და მისი შემდგომი, ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაჩქარებული ტემპით შემოღების შესაძლებლობას.
გამოითქვა რწმენა, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით საქართველო შეძლებს კონკრეტული შედეგების მიღწევას ევროპასთან შემდგომი დაახლოების პროცესში. უილიამ ჰეიგმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების მიზნით გატარებული რეფორმების კურსი. საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან მიმართებით მაია ფანჯიკიძემ და უილიამ ჰეიგმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესში სათანადოდ შეფასდება მიმდინარე წელს, ნატოს უელსის სამიტზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდი ბრიტანეთის, როგორც მომავალი სამიტის მასპინძელი ქვეყნის, მხარდაჭერას.
სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის ISAF-ის ფარგლებში და აგრეთვე ჩვენი ქვეყნის მზაობისათვის, მონაწილეობა მიიღოს სხვა მისიებში მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით შექმნილ ვითარებას, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს, რაც მოიცავს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, მავთულხლართების გავლებას, საჰაერო სივრცის დარღვევას და ა.შ. ამ კონტექსტში მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მადლიერება ბრიტანელი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
მაია ფანჯიკიძემ და უილიამ ჰეიგმა გამოხატეს უკიდურესი შეშფოთება უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით. მხარეები მიიჩნევენ, რომ პრობლემა აუცილებელია მოგვარდეს მშვიდობიანი გზით, უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, რათა უკრაინას მიეცეს შესაძლებლობა, გახდეს ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
შეხვედრაზე გადაწყვიტეს განახლდეს საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგი, რომლის ფარგლებშიც მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის და მისი გაღრმავების საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა