საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას, უკრაინის საზღვრებიდან რუსი სამხედროების გაყვანის შესახებ, პასუხობს.
სააკაშვილის განმარტებით, პუტინის ქმედება გულისხმობს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ფორმალურად ჩამოსცილდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენების გამძაფრებას და გაღრმავებას კვლავ კულისებს მიღმა განაგრძობს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Gordonua.com-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„პუტინს უკრაინასთან კატა-თაგვობანას თამაში სურს, ის საზოგადოდ დისტანციას იჭერს უკრაინის მოვლენებისგან, თუმცა, ამასთანავე ცდილობს უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე მოვლენების გამძაფრებას. მიუხედავად ამ ქმედებისა, პუტინი სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






