ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ფარულ ჩაწერებზე ინფორმაცია გვარამიას ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" მიაწოდა
პოლიტიკა - 19:48, 07 May, 2014     1629
"დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მოსასმენი მოწყობილობების აღმოჩენის ფაქტს ეხმაურება.

ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაცია ნიკა გვარამიას „ნაციონალური მოძრაობდიან“ სრულიად შეგნებულად მიაწოდეს.

„რუსთავი 2-თან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. საინტერესოა სინამდვილეში რა დგას ამ ყველაფრის უკან. გასარკვევია ის, თუ მართლაც ჰქონდა რეალურად მოსმენას ადგილი, იყო ეს მოსმენა სასამართლოს სანქციით გამყარებული თუ უკანონო მოსმენების სერიის გაგრძელება იყო წინა ხელისუფლებისგან მემკვიდერობით გამოყოლილი. სიმართლე გითხრათ, არც ეს გამიკვირდება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ძალიან გაერთო კოჰაბიტაციით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, პროკურატურაში, სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებში დატოვა ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო ქმედებებს ახორციელებდა წლების განმავლობაში. მე ძალიან ვაფასებ „რუსთავი 2“-ის მაღალპროფესიონალიზმს. მიუხედავად ყველანაირი პერიპეტიებისა, ყოველთვის, ყველა სიტუაციაში ვუყურებ ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებს, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს, „რუსთავი 2“ ყოველთვის ძალიან მეგობრობდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ნიკა გვარამიას ეს ინფორმაცია მიაწოდეს სრულიად შეგნებულად „ნაციონალური მოძრაობიდან“, შეიძლება ისე რომ ნიკა გვარამიამ ამის თაობაზე არც იცოდეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ტქენოლოგიების გამოყენება ნამდვილად ყოველთვის კარგად გამოსდიოდა“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

მსიივე თქმით, აღნიშნული ფაქტის გახმაურების დრო კარგად იყო შერჩეული.

„პრაქტიკულად, ამ განცხადებამ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, გადაფარა ყველა უმნიშვნელოვანესი სიახლე, რომელიც საქართველოში გუშინდელი დღის განმავლობაში ხდებოდა. ამ „სკანდალმა“ გადაფარა პატრიარქის უპრეცედენტო განცხადება, რუსთავი 2-ის თემამ გადაფარა ორი ქვეყნის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ სერიოზულ გამოცდილებაზე და პიარ ცოდნაზე მეტყველებს. დამერწმუნეთ, აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების ჩამოსვლა ნამდვილად არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამას სჭირდებოდა ადეკვატური შეფასება და მთავრობიდან ადეკვატური რეაგირება. ელემენტარულად მინისტრები მაინც უნდა ყოფილიყვნენ პრეზიდენტის გვერდით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტი მიმდინარეობდა ორი ქვეყნის პრეზიდენტისა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანა არ მიდის განვითარების სწორი გზით.",-აღნისან ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42