საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მცირე ბიზნესი და მდგრადი სახელმწიფო შესყიდვები: ადვოკატირება გამჭვირვალობისა და მეტი ჩართულობისთვის“.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, (მცირე და საშუალო ბიზნეს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები); სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
სახელმწიფო შესყიდვების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება მთავრობისა და ამ სფეროში მომუშავე ექსპერტთა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სისტემის გამართულ ფუნქციონირებას არანაკლებ ყურადღებას აქცევს ბიზნესიც.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრიორიტეტია საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო კომპანიების ინტერნაციონალიზაცია, მათი კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ამაღლება, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომპანიების აქტიურ მონაწილეობაზე სახელმწიფო შესყიდვებში. მილიარდობით ლარი, რაც ყოველწლიურად იხარჯება ბიუჯეტიდან საქონლისა თუ მომსახურების შეძენაზე, საკმაოდ მოცულობითი რესურსია ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებისთვის.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შემუშავდეს რეკომენდაციები და წარედგინოს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეფორმის გატარების მიზნით, რათა ამაღლდეს მიცრე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში.
პროექტის ფარგლებში შეგროვდა ინფორმაცია საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო საწარმოების ჩართულობის თაობაზე; გაანალიზდა საერთაშორისო პრაქტიკა; ქ. თბილისსა და რეგიონებში გაიმართა შეხვედრები 9 ფოკუს ჯგუფთან, რომლებშიც მონაწილეობდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. დამუშავდა მთელი რიგი რეკომენდაციებისა, რომელთა შესახებ იწყება საჯარო განხილვების ეტაპი. გვსურს მოვუწოდოთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომ ჩაერთონ დიალოგის პროცესში და მოგვაწოდონ თავიანთი შეხედულებები. საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მოუსმინოს ბიზნესს და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები, აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული მეწარმეების მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






