ხვალ სპორტის სასახლეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ ყრილობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა, შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამგებლობისა და მერობის კანდიდატებს დაასახელებენ. პარტია მხარდამჭერებს საკუთარ პროგრამასაც გააცნობს.
„დავასახელებთ რაიონების მერებისა და გამგებლების კანდიდატებს, ასევე წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას და ვისაუბრებთ იმაზე თუ როგორ უნდა ავამუშაოთ გაჩერებული ქვეყანა. რაც ყველაზე მთავარია, არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ამ არჩევნებზე ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ საქმის კეთებას. ნაცვლად უსაქმურობისა, უნიათობისა, უუნარობისა, ჩვენ ვთვაზობთ საქმის კეთებას და თითოეული ადამიანის პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






