რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქართველ ხალხს და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
ამის შესახებ პუტინის მისალოც წერილშია ნათქვამი.
“ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო! გილოცავთ გამარჯვების 69-ე წლისთავს! ჩვენმა მამებმა და ბაბუებმა გმირულად დაიცვეს მშობლიური მიწა და საქართველოს და რუსეთის საერთო ისტორიაში ურყევი გმირული გვერდი შექმნეს. მრავალსაუკუნოვანი კულტურული და სულიერი კავშირები, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიცია, ჩვენ ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის საწინდარია. ჩვენ გულწრფელად ვისწრაფვით, რათა რუსულ-ქართული კავშირები ნაყოფიერად განვითარდეს, ახალი საქმეებით, იდეებით, გეგმებით გამდიდრდეს. ამ საზეიმო დღეს სამამულო ომის ვეტერანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ”, - ნათქვამია ვლადიმერ პუტინის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






