ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვას 60 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
ინფორმაციის თანახმად, თანხა საქართველოსა და მოლდოვაზე გაიყოფა. შესაბამისად თითოეული ქვეყანა 30 მილიონ ევროს მიიღებს.
დახმარების პაკეტი მიმართულია საჯარო ინსტიტუციების, მოქალაქეთა და ბიზნესის დასახმარებლად, რათა მათ ისარგებლონ იმ ბენეფიტებითა და შესაძლებლობებით, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, ევროკავშირის ბაზარზე წვდომის ჩათვლით.
"საქართველო და მოლდოვა ევროკავშირთან ურთიერთობების შეცვლის ერთგული რჩებიან, ერთობლივად გაზიარებული ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით. ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება ამ ცვლილებებს შესაძლებელს გახდის და ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით ახალ პერსპექტივებს გახსნის. ჩვენი დახმარება კი ამ პროცესის აკომპანირებას მომავალშიც გააგრძელებს", - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ.
მასალის გამოყენების პირობები






