"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას მიმართავს
პოლიტიკა - 14:18, 07 May, 2014     1357
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2013 წელს 2012 წელთან შედარებით, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა. მათივე თქმით, ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერი კარგადაა და სახეზეა ეკონომიკის ზრდის კარგი ტემპი.

"შარშან ოქტომბრიდან დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესებას აქვს ორი ახსნა:

1. შედარება ხდება 2012 წლის შესაბამის პერიოდთან, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა ეკონომიკური ზრდის სერიოზული ვარდნა.

2. 2013 წლის ბოლოს მთავრობამ ხაზინიდან გახარჯა ფულის დიდი მასა, რითაც ხელოვნურად მოხდა დღგ-ს ბრუნვის გაზრდა.

ხაზინის ხარჯებს თუ გადავხედავთ:

"ეკ.საქმიანობაზე" წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 461, ხოლო ბოლო 4 თვეში 469 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის დონირების დაფინანსებული საინვესტიციო პროექტები: წლის პირველ 8 თვეში დაიხარჯა 343 მილიონი ლარი, ბოლო 4 თვეში 371 მილიონი ლარი

ანუ, ბოლო 4 თვეში უფრო მეტი დაიხარჯა ვიდრე მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში!

2012 წლის მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 674 მლნ, 2013 -ში 710 მლნ, 2014-ში 686 მილიონი ანუ, 2014 წლის მარტში სახელმწიფომ აკრიფა 24 მიოლიონით ნაკლები გადასახადი ვიდრე შარშან.

უპრეცედენტოდ გაზრდილია საგარეო ვალის მოცულობა. მხოლოდ 2 თვეში შიდა ვალი გაიზარდა 146 მილიონით, ხოლო საგარეო 46 მილიონით. წინა წლებში შიდა ვალის ასეთი მასშტაბური ზრდა ერთ წლიან პერიოდშიც კი არ ყოფილა.

IMF-ის მონაცემებით, საქართველო 2013 წლის ეკონომიკური ზრდის ტემპით (3.2%) მსოფლიოს 153 განვითარებად ქვეყანას შორის არის 92-ე ადგილზე. მაგალითისთვის, 2012 წელს, მიუხედავად ოცნების მიერ ჩაგდებული ბოლო კვარტლისა, ვიყავით 41-ე ადგილზე, 2005 წელს - მე-18 ადგილზე, 2006 წელს - 22-ე ადგილზე, 2007 წელს - მე-10 ადგილზე. 2013 წელს - 92-ე!

2013 წელს შიდა ინვესტიციებმა შეადგინა 6,652 მილიონი ლარი, 2012 წელს იყო - 7,575 მილიონი ლარი ანუ, 2013 წელს დაახლოებით 1 მილიარდით ნაკლები შიდა ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე 2012 წელს, რაც ცხადია ნეგატიურად აისახება 2014 წლის ეკონომიკურ ზრდაზე!

ეკონომიკის დასუსტებასთან ერთად, რუსეთი უკვე გახდა სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი. ანუ, ოკუპანტი სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებს ეკონომიკურ ბერკეტებს საქართველოზე, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ ინერციით მოძრაობს წინ

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მთავრობა?

მუდმივად ცვლის ეკონომიკურ გარემოს, შემოაქვს ახალ-ახალი რეგულაციები, ზრდის სახელმწიფო ბიუროკრატიას, იღებს ახალ ვალებს, ვერ უზრუნველყოფს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას, ზრდის წნეხს ბიზნესზე და რაც მთავარია - ვერ აცნობიერებს საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

დაწიოს გადასახადები და შეამციროს სახელმწიფო ხარჯები!

შეწყვიტოს ეკონომიკური გარემოს მუდმივი ცვლა ათასგვარი გაუაზრებელი ინიციატივებით!

გამოაცხადოს საგადასახადო ამნისტია და მოახდინოს ფინანსურ/ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია!

სხვა შემთხვევაში წლევანდელი წელიც დასრულდება ისეთივე ეკონომიკური და საბიუჯეტო პრობლემებით, როგორც დასრულდა 2013 წელი",- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42