გოგა ზაქაიძე: რომელ წილზე საუბრობს ნამორაძე, როცა ერთი თეთრი არ აქვს კომპანიაში შეტანილი
პოლიტიკა - 14:12, 07 May, 2014     3683

ბიზნესმენი გოგა ზაქაიძე დავით კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს მისი ბიზნესსაქმიანობისა და სახელის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.

"ტიფლის დეფელოპმენტის" მფლობელი გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ 2008 წელს, მისი ბიზნესპარტნიორი ნოშრევან ნამორაძე იყო და იმ დროისთვის ნამორაძის მეგობარი დავით კოდუა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კოდუა და ნამორაძე 50%-იან წილს ფლობდნენ "ტიფლის დეფელოპმენტში", თუმცა არაოფიციალურად, რადგან 25 პროცენტი გაფორმებული იყო ნამორაძის მეუღლეზე, 25% კი დედაზე.

"ერთ-ერთი 25% იყო დავით კოდუასი, რომელსაც მე იმ დროს ვიცნობდი, თუმცა არ ვმეგობრობდი. თუმცა იგი ჩემთან მოიყვანა ნოშრევან ნამორაძემ. თავიდან ყველაფერი ასე დაიწყო: "ტიფლის დეფელოპმენტი" ჩამოვაყალიბეთ აუქციონზე 700 ათას დოლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთით, თუმცა ნოშრევან ნამორაძემ მითხრა, რომ თანხა არ ჰქონდა და მერე შემოიტანდა თავის წილს ნაკვეთისთვის. წესით, მას უნდა გადაეხადა 350 ათასი დოლარი, მე კი კრედიტი დავფარე 700 ათასი დოლარი და ველოდებოდი მისგან თანხის შემოტანას. ამის შემდეგ უნდა დაგვეწყო მშენებლობა. ნამორაძემ ისევ განაცხადა, რომ თანხა არ ჰქონდა, მე დამედო ეს თანხა და შემდეგ შემოიტანდა. მშენებლობა დავიწყე 400 ათასი დოლარით. თუმცა, ნამორაძეს ამ პერიოდში არ ჰქონდა თანხა შემოტანილი. იგი იმ პერიოდში იყო ჩემი მეგობარი, რომელმაც მთხოვა, რომ მისი მეჯვარე ვყოფილიყავი, ქორწილი გადავუხადე, ბაკურიანში აგარაკი ვაჩუქე. აგრეთვე, მის მეუღლეს მივეცი ჩემი ძვირად ღირებული ავტომობილი. შემდეგ დამაკავეს ზუსტად იმ პერიოდში, რა დროსაც ნოშრევან ნამორაძე დააკავეს", - განაცხადა გოგა ზაქაიძემ.

ბიზნესმენის თქმით, იგი დაკავებული იყო იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც ნოშრევან ნამორაძე. კერძოდ, მისი თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

"გათავისუფლების შემდეგ მე კვლავ გავაგრძელე ჩემი ბიზნესსაქმიანობა, 2009 წელს კოდუას და ნოშრევან ნამორაძეს კვლავ არც ერთი თეთრი არ ჰქონდათ კომპანიაში შემოტანილი, მხოლოდ ერთხელ შემოიტანეს 30 ათასი დოლარი, რომელიც ისევ მალე გაიტანეს უკან. ამის შემდეგ, მე ისინი ვაიძულე, რომ გასულიყვნენ წილიდან. კერძოდ, მათ ამ პერიოდში მშენებლობიდან გატანილი ჰქონდათ დაახლოებით 2500 კვმ ფართობი, რომელიც შემდეგ უნდა დაერიგებინათ მოსახლეებზე, მე მათ ვუთხარი, რომ თუკი ჩემს ვალს, რომელიც წარმოადგენდა მილიონზე მეტ დოლარს, არ დააბრუნებდნენ, მე მშენებლობას არ გავაგრძელებდი და პრობლემები შეექმნებოდათ წინასწარ დარიგებული ფართების გამო. ისინი იძულებული იყვნენ, რომ ნოტარიუსის მეშვეობით გადმოეფორმებინათ თავიანთი წილები, ნამორაძის დედა და მეუღლე, რომლებიც ფიქტიურად ფლობდნენ ამ წილს, მივიდნენ ნოტარიუსში და ეს წილი გადმოაფორმეს", - განაცხადა ბიზნესმენმა.

მისივე თქმით, სწორედ გატანილი ფართების შედეგად დაგროვდა კოდუასა და ნოშრევან ნამორაძის ვალი, რომელიც მილიონზე მეტს წარმოადგენდა.

ბიზნესმენის განცხადებით, ნოშრევან ნამორაძემ გათავისუფლებისა და წილების მასზე გადაფორმების შემდეგ გადაწყვიტა ეჩივლა.

"რვა თვეა, ნოშრევან ნამორაძე ჩივის და ითხოვს წილების დაბრუნებას, რომელ წილზე საუბრობს ის, როდესაც ერთი თეთრი არ აქვს შემოტანილი კომპანიის ანგარიშზე და ამასთან ერთად გააჩნია ვალი? რაც შეეხება მისი მეუღლის განცხადებას, თითქოს მას მანქანა წაართვეს, ეს მანქანა მის მფლობელობაში არ ყოფილა, უბრალოდ, იგი დადიოდა ჩემი მანქანით, რომელიც გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფოს გადავუფორმე", - განაცხადა ბიზნესმენმა გოგა ზაქაიძემ.

მისივე განმარტებით, გათავისუფლების სანაცვლოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ მას სთხოვა საკუთარი ავტომობილებისა და ფულადი თანხის გადარიცხვა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, დაახლოებით 180 ათასი დოლარის ღირებულების ქონება გადასცა ხელისუფლებას.

ამასთან, ბიზნესმენი განმარტავს, რომ გათავისუფლების შემდეგ ნოშრევან ნამორაძისა და კოდუას შორის დაპირისპირება იყო. წილების გადმოფორმების საკითხზე რამდენჯერმე მოუწია კოდუასთან შეხვედრა.

"კოდუაც ისეთივე გარეწარია ჩემთვის, როგორც ნოშრევან ნამორაძე. მათ კომპანიის ფართი წაიღეს და ფული არ მოიტანეს", - აღნიშნა ზაქაიძემ.

მისივე თქმით, ნოშრევან ნამორაძის მიერ შეტანილ საჩივარში მას გამარჯვების იმედი აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ ფლობს ყველა დოკუმენტს, რომელიც მასთან ბიზნესპარტნიორობის პერიოდში გატანილ თანხებსა და ფართებს ასახავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42