სად მუშაობს "რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი
პოლიტიკა - 13:48, 07 May, 2014     4120
"რუსთავი 2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ბუნტურიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ დაცვისა და ბადრაგირების დარგში დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსი" ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ბუნტურიძე "რუსთავი 2"-დან ჯერ შინაგან საქმეთა, შემდეგ გარემოს დაცვის, ბოლოს კი სასჯელაღსრულების სამინისტროში გადავიდა სამუშაოდ. სამი თანამდებობა ბუნტურიძემ 2013 წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც "რუსთავი2"-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
"რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლის ვლადიმერ ბუნტურიძის მიერ 2013 წელს განვლილი გზა და შემოსავალი ასეთია:

შ.პ.ს. "რუსთავი 2" უსაფრთხოების უფროსი - 38 667.50 ლარი.

შ.პ.ს. "რუსთავი2" უსაფრთხოების უფროსი. დამატებითი დაცვითი სამუშაოების შესრულება -4925.00 ლარი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ოფიცრები უშიშროების საკითხებში (მთავარი სამმართველო) კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე - 1000.00 ლარი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მინისტრის მთავარი მრჩეველი - 6400.00 ლარი. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე - 2670.00 ლარი.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბუნტურიძე "რუსთავი 2"-დან დაახლოებით 6-8 თვის წინ წავიდა. ყოფილი თანამშრომლების ნაწილს ჰგონია, რომ ის საპატრიარქოში დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის უსაფრთხოებას დღესაც ბუნტურიძის კადრი იცავს. სულ, რაღაც ერთი თვის წინ ბუნტურიძემ გორგასლის შესახვევში 107 ათას დოლარად ბინა შეიძინა, რაც, მისი შემოსავლებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ გაბედული ნაბიჯია.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს ბუნტურიძეს წერეთლის გამზირზე 65 000 დოლარად შეფასებული ბინაც აჩუქეს. "თი-ბი-სი" ბანკიდან მას 39 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს აღებული, "რესპუბლიკა ბანკიდან" კი, 5 000 ლარი.

ბუნტურიძე და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი დარბაისელი ერთმანეთს სავარაუდოდ შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოდან (ყოფილი კუდი) იცნობენ.

სასჯელაღსრულების სისტემაში მისვლამდე დარბაისელს აღნიშნულ სააგენტოში საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა. დიმიტრი დარბაისელმა, რამდენიმე თვის წინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ღურწკაია შეცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მისვლამდე მას სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებოობა ეკავა.

დარბაისელის უძრავი ქონება: დიმიტრი დარბაისელი - ბინა. თბილისი, ვ.დოლიძის ქ. 46 ბინა 6, ფართობი - 143.00 კვ.მ. ავტოფარეხი. თბილისი, ვ.დოლილძის ქ. 46 , ფართობი - 36.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი - თბილისი, დიღმის მას. მე-4 კვ. მე-7 კორპ. მიმდებარე, ფართობი - 50.00 კვ.მ. 50% არასაცხოვრებელი ფართი. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 14ბ, ფართობი - 280.00 კვ.მ. თანამესაკუთრე გიორგი ასლანიკაშვილი. ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა: დიმიტრი დარბაისელი - 91 000.00 დოლარი ნათია მეფარიშვილი (მეუღლე) - 50 000.00 ლარი დიმიტრი დარბაისელი ფლობს წილს შპს ტრიბაში, რომელმაც გასულ წელს 18100 ლარის შემოსავალი მოუტანა.

როგორც ჩანს დეპარტამენტის თამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გამორჩა დეკლარაციაში შეეტანა კიდევ ერთი შპს "ვაით ქრაუ", რომელიც გიორგი ასლანიკაშვილთან ერთად 2013 წლის 24 დეკემბერს დააფუძნა. დიმიტრი დარბაისელს ამ დროისათვის ორი მოქმედი იპოთეკური სესხი აქვს: 100 000 დოლარი მან თი-ბი-სი ბანკიდან 2012 წლის ბოლოს აიღო და 10 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

იმავე ბანკიდან აქვს აღებული 191 000 ლარიც. ბანკთან ხელშეკრულება 2010 წელს არის გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე თავმჯდომარის გრაფაში მხოლოდ სახელი და გვარია მითითებული ყოველგვარი ბიოგრაფიის გარეშე. ასევე, არაფერია ნათქვამი მისი მოადგილის ვლადიმერ ბუნტურიძის პროფესიული გამოცდილების შესახებ",- წერს სააგენტო "გურია ნიუსი".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42