რატომ აქვს რბილი დამოკიდებულბა ირაკლი ალასანიას "ნაციონალების" მიმართ - რამაზ საყვარელიძე
პოლიტიკა - 12:56, 07 May, 2014     2397
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიასა და „რესპუბლიკელების“ დამოკიდებულბა „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მკვეთრი, რომ არ არის, ეს გასაკვირი არაა.

„ალასანია საერთოდ ძალიან საინტერესო ფიგურაა იმ პოლიტიკოსებს შორის, ვინც დღეს პოლიტიკაშია. თუ მის პოლიტიკურ ისტორიას გავიხსენებთ, დასაწყისი კარგი ჰქონდა, ის იყო კოალიციაში შემავალი პირველი წევრი, ვიცე-პრემიერი, შემდეგ კი ძალიან ადვილად დაიწყო დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის დგამ დამოუკიდებელ ნაბიჯს. თუ დროზე ადრე გადადგი დამოუკიდებელი ნაბიჯი, ამას დიდი მარცხი მოჰყვება. აქამდე ალასანიას ივანიშვილთან ურთიერთობაში მცირე მარცხები ჰქონდა, აშკარაა, რომ ალასანიამ არჩია მოქმედების დამოუკიდებელი სტილი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, ალასანიას მხრიდან ეს არის მორიგი ინდივიდუალიზმის გამოვლენა. საყვარელიძე ეჭვობს, რომ ეს იმ გუნდთან შეთანხმებული არაა, რომლის ხელმძღვანელიც ირაკლი ღარიბაშვილია.

„ალასანიასა და „რესპუბლიკელების“ დამოკიდებულბა „ნაციონალებისა“ და თავად სააკაშვილის მიმართა ძალიან მკვეთრი, რომ არ არის, ეს გასაკვირი არ გახლავთ, „რესპუბლიკელებიც" „ნაციონალებში“ იდგნენ თავის დროზე და ალასანიაც. ასე რომ, „რესპუბლიკელებისა“ და ალასანიას რბილი დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ მათ არ უწვნევიათ საკუთარ თავზე ის სიმწარე, რაც რეჟიმმა ხალხის უმრავლესობა და პარტიები გამოატარა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ გაზეთ „ალიასთან“ საუბარში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო დანიშვნაზეც ისაუბრა.

„იმდენად ჩქარა დგება საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აზრს კარგავს. ის, რომ ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი პოზიცია ჰქონდეს, ეს საუბრის სხვა თემაა. მან ადრეც რამდენჯერმე განაცხადა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ლიდერზე ჩამოკიდებული კოალიცია აღარ იქნება და ყველამ თავის თავს მიხედოსო. პოლიტიკური პარტიით მობრუნდება ის პოლიტიკაში თუ სხვა მექანიზმებით, ეს არ ვიცი.

მე ვხედავ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მივიღებთ ერთპარტიულ სისტემას, თუკი ამ არჩევნებზე არ გამოჩნდება სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც მეორე პოზიციას დაიკავებს, მოხდება ისე, რომ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, „ნაციონალები , „რესპუბლიკელები“, ალასანია დარჩებიან უმიცრესობაში და ჩვენ გვეყოლება ის, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვებრძოდით - ერთპარტიული მმართველი ძალა, პარტია „ქართული ოცნება“ , რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე გამოვა დამოუკიდებლად და რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე კოალიციაში დღეს შემავალ პოლიტიკურ ძალებს“,-აღნიშნა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42