„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიური ჯგუფების ინტერესების დაცვის საკითხის სტანდარტები ერთნაირად არის დაცული საქართველოსა და თურქეთში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“გუშინ შინაარსობრივად ვისაუბრეთ, თუმცა დღეს ხაზს ვუსვამთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც თურქულ მხარესთან ერთად ხორციელდება. ეს არის გაზსადენები და რკინიგზა. გუშინ დამატებითი იმპულსები მიეცა ამ პროექტებს. ჩვენ ხაზი გავუსვით ასევე იმ ეფექტურ თანამშრომლობას, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეკონომიკის, კულტურის და სამხედრო მიმართულებით. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ ერთნაირად ვუყურებთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ასევე რელიგიური ჯგუფების, მათი ინტერესების დაცვის საკითხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტები ერთნაირად არის დაცული და იქნება საქართველოსა და თურქეთში“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






