ირაკლი ალასანია აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:51, 07 May, 2014     1491

აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას ალასანიამ საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებთან, სენატორებთან ჯონ მაკკეინთან და ჯეიმს ინჰოფთან შეხვედრებზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე, დაზვერვის კომიტეტის წარმომადგენელთან კონგრესმენ მაიქლ როჯერსთან, შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების კომიტეტების წევრებთან, კონგრესმენებთან მაიკ ტერნერთან და მაიკ მაკკოლთან.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-აშშ-ს არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები იყო.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კონგრესმენებსა და სენატორებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიის, უსაფრთხოებისა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამერიკის კონგრესმენები და სენატორები მხარს უჭერენ საქართველოს, როგორც მის ევროატლანტიკურ სწრაფვას და გაწევრიანებას ნატო-ში, ასევე, ქვეყნისთვის თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას. ისინი თვლიან, რომ საქართველო არის საიმედო, გამოცდილი პარტნიორი, პარტნიორი ასევე, დემოკრატიის გავრცელების კუთხით ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, როგორც რესპუბლიკელები, ასევე, დემოკრატები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ამ ორი საკითხის გადაწყვეტაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42